GREEN - "გლობალური მედეგობისა და გარემოსდაცვითი შესაძლებლობების განვითარება"

დონორი: ევროკავშირი

განმცხადებელი ორგანიზაცია: ცვლილებებისა და ინოვაციების ინსტიტუტი (ICI)

პარტნიორი ორგანიზაციები:

ათინათი
დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD)

ხანგრძლივობა: 1.06.2024 – 31.05.2027

ბიუჯეტი: 172744.48 ევრო

სპეციფიური მიზანი #1: დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი ბიზნესებისა და სექტორული ასოციაციების მიერ უფრო მდგრადი პრაქტიკების გამოყენება და ხელშეწყობა
სპეციფიური მიზანი #2: დასავლეთ საქართველოში მცირე მეურნეებისა და ფერმერების მიერ უფრო მდგრადი პრაქტიკების გამოყენება
სპეციფიური მიზანი #3: დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში სტუდენტების, მომხმარებლებისა და აქტიური პროფესიონალების მხრიდან მდგრადობისკენ მიმართული ჩართულობის გაძლიერება


შედეგები:

• ადგილობრივმა ბიზნესებმა და სექტორულმა ასოციაციებმა დანერგეს "მწვანე" სტანდარტები წარმოების პროცესში და გარემოსადმი მეგობრული ინოვაციური ბიზნეს ოპერაციები შემოღებულია დასავლეთ საქართველოში;
• შემოღებულია მრავალმხრივი საფრთხის ადრეული გაფრთხილების სისტემა და მხარდაჭერილია მწვანე მიდგომები სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში.
• შექმნილია ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსები მწვანე პრინციპებზე დაყრდნობით ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. პროფესიული განათლების სექტორი გაძლიერებულია ახალი პროგრამებით ადგილობრივი ბიზნესების გამწვანების მხარდასაჭერად.


რაოდენობრივი მონაცემები (შედეგები):

• სამიზნე რეგიონებში მოქმედი ბიზნეს კლასტერები გაძლიერდნენ და შეიძინეს უნარები, რათა დანერგონ მწვანე პრაქტიკები მათი წევრი ბიზნესებისთვის;
• გურიასა და აჭარაში დაარსდა ორი ღვინის ტესტირების ლაბორატორია ღვინის (ყურძნის) მწარმოებელი კომპანიების გამწვანების მხარდასაჭერად;
• სამეგრელოს ტურიზმის კლასტერისთვის შემუშავდა გამწვანებაზე გადასვლის სტრატეგიული დოკუმენტი (სამოქმედო გეგმის ჩათვლით).
• ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოები გაძლიერდნენ მდგრადი მწვანე განვითარების ხელშეწყობისთვის სამიზნე რეგიონებში - 50 მცირე და საშუალო საწარმო.
• ფინანსური მხარდაჭერა გაეწია სულ მცირე 12 მცირე და საშუალო საწარმოს მათი ბიზნესის გამწვანების მხარდასაჭერად.
• დაარსდა მრავალმხრივი საფრთხის ადრეული გაფრთხილების სისტემა (MHEWS) და სამიზნე ტერიტორიაზე განთავსდა 10 სადგური.
• სოფლის განვითარების სააგენტო, საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლები, სხვა ბიზნეს ასოციაციები და ადგილობრივი ფერმერები გაძლიერდნენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მწვანე მიდგომების კუთხით - დაახლოებით 1000 ფერმერი, 6 ბიზნეს ასოციაცია და სოფლის განვითარების სააგენტო და აჭარის ა/რ საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლები - სულ 30;
• საგანმანათლებლო რესურსები გაციფრულდა და პოპულარიზებულია.
• სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისთვის ჩატარდა მწვანე სოფლის მეურნეობის ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 600-მა სკოლის მოსწავლემ;
• სამიზნე რეგიონის პროფესიულ კოლეჯებში დაინერგა სამი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამა.


 

ასევე იხილეთ კატეგორიაში: მიმდინარე პროექტები

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (2021-2025)

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში

ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში

ვექტორი უკეთესი მომავლისკენ

„ახალგაზრდები სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით ვირტუალური გაცვლებითა და თამაშებით“ EUTEAM