ბავშვებისთვის ინლკუზიური გარემოს შექმნა

  

პროექტს ახორციელებს ასოციაცია “ათინათი“  სლოვაკურ ორგანიზაცია  „ბავშვთა ფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტთან“ პარტნიორობით და  SlovakAid – სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის (Official Development Assistance of the Slovak Republic) ფინანსური დახმარებითა  და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით.

სამიზნე რეგიონი

სამეგრელოს რეგიონი, მარტვილის მუნიციპალიტეტი.

სამიზნეჯგუფი

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები, მშობლები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს: მარტვილის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლების (დირექტორები, მასწავლებლები, აღმზრდელები)  გადამზადებას, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარებას, მშობლების პედაგოგიზაციას, შეხვედრების, ტრენინგებისა და ფსიქოლოგიურ-საგანმანათლებლო სემინარების ორგანიზებას, სხვადასხვა ციფრული რესუსრებით პედაგოგების მომარაგებას, მარტვილის  No. 2 საბავშვო ბაღში ინკლუზიური ოთახის მოწყობა - აღჭურვას, რომელიც ხელმოსაწვდომი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის.  
ამოცანა:
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის შესაძლებლობების განვითარება, მათთვის ბავშვის ინდივიდუალურობისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების, მათ შორის ინკლუზიური განათლების ძირითადი ასპექტების შესახებინფორმაციი სმიწოდება.

საქმიანობები ამოცანების მიხედვით:

•    ტრენინგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩართულ პირთათვის;
•    ფსიქოლოგიური სემინარები და კონსულტაციები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის;
•    საბავშვო ბაღის შენობის რეკონსტრუქცია და ბაღში ინკლუზიური ოთახის მოწყობა - აღჭურვა, რომელიც ხელმოსაწვდომი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის.  
•  სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მასწავლებლები, ადრეული განვითარების სპეციალისტებისა და ქცევით თერაპევტებისათვის ტრენინგების ციკლი, მათი გადამზადების მიზნით რომელსაც სლოვაკური ორგანიზაცია  „ბავშვთა ფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის“ ტრენერები გაუძღვებიან .
•  თანამშრომლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან;
•ადგილობრივიდ არეგიონული თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას პეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ჩართვის საკითხში.

აქტივობები:
ფსიქოლოგიური სემინარები და კონსულტაციები სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის
ტრენინგები სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართულ პირთათვის
ტრენინგების ციკლი ფსიქოლოგების, ქცევითი თერაპევტებისა და ადრეული განვითარების სპეციალისტებისათვის
ასევე იხილეთ კატეგორიაში: განხორციელებული პროექტები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა

ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა"

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE)

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (2021-2025)

ყველა განხორციელებული პროექტი

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში

ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში

ვექტორი უკეთესი მომავლისკენ

„ახალგაზრდები სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით ვირტუალური გაცვლებითა და თამაშებით“ EUTEAM