უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

პროექტი:

“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (აპლიკანტი), ასოციაცია „ათინათი“, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, დემოკრატიის ინსტიტუტი. 

პროექტის მიზანი:

საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. 

პროექტის ამოცანები:

#1: პროექტის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფის წევრთა, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთა და საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება 
#2: ადგილობრივი ეკონომიკის სექტორში დასაქმების შესაძლებლობების შექმნა არსებული ბიზნესის გაძლიერებისა და სტარტაპების დაფინანსების გზით
#3: საჭირო უნარ-ჩვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტიზაცია პროექტის ფარგლებში დაარსებული ბიზნესკლასტერების გაძლიერებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით. 
პროექტის სამიზნე რეგიონები: გურია, აჭარა და სამეგრელო 

სამიზნე ჯგუფი: 

ახალგაზრდები, რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება
განათლების მიღმა მყოფი ახალგაზრდები
ქალები - ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი 
დაბალშემოსავლიანი ოჯახები
სტუდენტები,  რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში პროექტის სამიზნე რეგიონებში გამოვლენილ პრიორიტეტულ სფეროებსა და დარგებს
ადგილობრივი ბიზნესსუბიექტები
ადგილობრივი თვითმმართველობა
საკონსულტაციო ორგანიზაციები

საქმიანობები:

ამოცანა #1:
დასაქმების ბაზრის საჭიროებების კვლევა, მათ შორის ეკონომიკური სექტორის ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით
სამიზნე ჯგუფების განათლებისა და შესაძლებლობების გაზრდის კომპონენტი:
ქოუჩინგის პროგრამის განხორციელება
დუალური განათლების (WBL) პროგრამების დანერგვა სამივე რეგიონში 
არაფორმალური განათლების პროგრამები 
სტაჟირება 
რეგიონალური ფორუმი გამოცდილების გაზიარებისა და დასაქმების მზარდი შესაძლებლობებისათვის
ამოცანა #2:
 ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება
სტრატეგიული გრანტების პროგრამა მოქმედი ბიზნესებისთვის - თითოეულ რეგიონში დაფინანსდება მინიმუმ ორი ორგანიზაცია  (2500-6000 ევრო). 
სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მათი ბიზნეს-ინიციატივების  მხარდაჭერა (თანხის ოდენობა 500-5000 ევრო), თითოეულ რეგიონში დაფინანსდება სულ მცირე 15 ბენეფიციარი. 
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის - დაინტერესებულნი სოფლის ეკონომიკური განვითარებით - 30 მონაწილე;
ქვე-გრანტების პროგრამა საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულთათვის -სულ მცირე ორი ქვე-გრანტი თითოეულ რეგიონში (250-2000 ევრო)
ამოცანა #3: 
ბიზნეს-კლასტერის დაარსება და გაძლიერება
კლასტერებისთვის სტრატეგიული გეგმების მომზადება
კლასტერის წევრთა სასწავლო ვიზიტი გერმანიაში
კლასტერის პირველი საქმიანობების მხარდაჭერა
სოციალური საწარმოს დაარსება თითოეულ რეგიონში (სულ სამი საწარმო) 
 

ასევე იხილეთ კატეგორიაში: განხორციელებული პროექტები

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა

ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა"

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE)

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (2021-2025)

ყველა განხორციელებული პროექტი

ბავშვებისთვის ინლკუზიური გარემოს შექმნა

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში

ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში

ვექტორი უკეთესი მომავლისკენ

„ახალგაზრდები სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით ვირტუალური გაცვლებითა და თამაშებით“ EUTEAM