სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა"

პროექტი:

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ , დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.
პროგრამა ხორციელდება: ამერიკული ორგანიზაცია PH International- მიერ. პროგრამას  მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამას ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.  

პროექტის მიმდინარეობა:  2018 წლის იანვარიდან  2021 წლის 30 მაისამდე.

პროექტის მიზანი:

ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, რომელიც მიიღწევა სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებისა და პრაქტიკაში ნასწავლის გამოყენების ინსტიტუციონალიზაციით.

პროგრამა ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.
პროგრამის ყველა პარტნიორ  სკოლაში ჩამოყალიბებულია  სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბულინგი, გენდერული თანასწორობა, ნაადრევი ქორწინება, ეკოლოგია, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და სხვა. 2018 წლიდან დღემდე  განხორციელდა 192 საკლუბო პროექტი.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საკლასო პროექტების დაგეგმავა და განხორციელება. პარტნიორი სკოლების მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ საკლასო პროექტებს  შემდეგ თემებზე: გენდერული თანასწორობა, ნაადრევი ქორწინება, არჩევნები, ადამიანის უფლებები, თემის საჭროებების კვლევა და მოგვარება, ქალთა მიმართ ძალადობა და სხვა. 2018 წლიდან დღემდე განხორციელდა 384 საკლასო პროექტი.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და განხორციელდა 15 მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი. 

სამიზნე ჯგუფი: 

პროგრამის პარტნიორი 32 საჯარო სკოლის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწვლეები, ამავე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და დირექტორები;

ასევე იხილეთ კატეგორიაში: განხორციელებული პროექტები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა

ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE)

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (2021-2025)

ყველა განხორციელებული პროექტი

ბავშვებისთვის ინლკუზიური გარემოს შექმნა

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში

ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში

ვექტორი უკეთესი მომავლისკენ

„ახალგაზრდები სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით ვირტუალური გაცვლებითა და თამაშებით“ EUTEAM