ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის

პროექტის სახელწოდება: 

„ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“
პროექტი დაფინანსებულია  ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და გერმანიის მთავრობა - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) შეხედულებებს.

სამიზნე რეგიონები

•    სამეგრელო, იმერეთი და შიდა ქართლის რეგიონი

სამიზნე ჯგუფი

სამეგრელოს, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონების  საბავშვო ბაღების (ზუგდიდი #1, ხონი #2, ფოთი #5, წყალტუბო, ქუთაისი, ქარელის და მარნეულის საბავშვო ბაღები) და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებების თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები.

პროექტის მიზანი :

საქართველოს სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლამდელ  სააღმზრდელო დაწესებულებებში სამუშაოს ეფექტურობის გაზდა,  სწავლების მეთოდოლოგიის და ზოგადი სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, რაც წარმოადგენს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და განვითარების საფუძველს, განსაკუთრებით  დევნილებით დასახლებულ ადგილებში, რაც ზოგადად ხელს უწყობს დევნილთა ინტეგრაციას ქვეყანაში.

ამოცანები:

სპეციფიური ამოცანა #1:
ყველა მიზნობრივ  სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების  (სტეიკჰოლდერების) მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგების და პრაქტიკის ანალიზი და შეფასება.
არსებული სირთულეების, მათი გადაჭრის გზებისა და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვის რეკომენდაციების შემუშავება და სკოლამდელი საააღმზრდელო დაწესებულებების სამომავლო თანამშრომლობის ქსელის შექმნა.

სპეციფიური ამოცანა #2:
ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის,
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის შესაძლებლობების განვითარების გზით; მათთვის ბავშვის ინდივიდუალურობისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების, მათ შორის ინკლუზიური განათლების ძირითადი ასპექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და უნარების განვითარების გზით. 

საქმიანობები ამოცანების მიხედვით: 

•    ტრენინგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩართულ პირთათვის
•    ინტერვიზია - კოლეგების პროფესიონალური ინტერ-კონსულტაცია;
•    მშობლების (განსაკუთრებით მამების) ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (სპორტული შეჯიბრი, ვიქტორინები, შეხვედრები);
•    ფსიქოლოგიური სემინარები და კონსულტაციები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალისა და მშობლებისთვის;
•    მასწავლებელთა წიგნის შემუშავება სკოლამდელი დაწესებულების პერსონალისთვის AFLATOT მეთოდოლოგიის გამოყენებით 
•    სასწავლო ვიზიტები ევროპულ (პოლონურ და გერმანულ) საბავშვო ბაღებში 
•    ევროპული (პოლონური) გამოცდილების გაზიარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის სააგენტოების წარმომადგენლებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;