ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამის სახელწოდება:

“ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა” არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).  

პროგრამა ხანგრძლივობა: 2015–2021 წელი.

სამიზნე ქალაქები:

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, დმანისი, მარნეული, თელავი, გორი, გარდაბანი, ოზურგეთი

პროექტის მიზანი 

პროგრამა მიზნად ისახავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,  ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლას. 

სამიზნე ჯგუფი 

პირდაპირი ბენეფიციარების ასაკობრივი ჯგუფი: 18-25 წელი (შესაძლებელია უფრო პატარა ასაკის ახალგაზრდების ჩართვა არაპირდაპირ ბენეფიციარებად).

ამოცანები

#1: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში; 
#2: არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით;
#3: არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ფუნქციონირება;  
#4: სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
#5: საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისება

საქმიანობები  ამოცანების მიხედვით:

•    სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო, გაცვლითი და სხვა პროგრამების განხორციელება;
•    საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისების მიზნით რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენება.
•    მიკრო-გრანტების გაცემა ახალგაზრდებზე;
•    ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმი ახალგაზრდების მიერ ადვოკატირება და ადგილობრივი საჭიროებების მოგვარება;
•    ყოველწლიურ შეხვედრები/კონფერენციები;
•    სტაჟირების შესაძლებლობები;
•    საორიენტაციო ტრენინგები დასაქმებისთვის; 
•    თანამშრომლობა კერძო სექტორთან და აკადემიასთან;
•    ტრენინგები, სემინარები;
•    სიმულაციურ თამაშები;
•    ახალგაზრდული კამპანიები.

ასევე იხილეთ კატეგორიაში: განხორციელებული პროექტები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა"

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE)

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (2021-2025)

ყველა განხორციელებული პროექტი

ბავშვებისთვის ინლკუზიური გარემოს შექმნა

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში

ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში

ვექტორი უკეთესი მომავლისკენ

„ახალგაზრდები სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით ვირტუალური გაცვლებითა და თამაშებით“ EUTEAM