| |
დონორი: თვითდაფინანსება პროექტის აღწერილობა: ასოციაცია “ათინათის” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია რადიომაუწყებლობა, რაზეც მან 387 ლიცენზია 09.01.1998 წ. მიიღო. რადიო “ათინათის” დაფარვის არეალშია სამეგრელო, აჭარა, იმერეთი, გურია და აფხაზეთი. ის 1,6 მილიონზე მეტ პოტენციურ მსმენელს მოიცავს. რადიო“ათინათის” მისიაა ნდობის გაღრმავება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. მაუწყებლობა 24 საათიანია, ფორმატი საინფორმაციო-მუსიკალური /33%-67%/. რადიოში ახალი ამბები გადაიცემა 8 დან 23 საათის ჩათვლით ყოველ სრულ საათზე. მათ შორის 3-რუსულენოვანია. “ათინათი” ახდენს რადიო Deutsche Welle და BBC-ს რუსულენოვანი და რადიო “თავისუფლების” ქართულენოვანი გადაცემების რეტრანსლირებას, თავად მონაწილეობს და გადასცემს რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის ყოველდღიურ გადაცემას “დღეს დილით”, პარტნიორობს BBC-სთან პროექტში “რადიო დღიურები”, თანამშრომლობს კავკასიურ გაზეთთან “პანორამა”. რადიოში სისტემატურად იმართება თოკ-შოუები სოციალურ საკითხებზე, რომელშიც სატელეფონო ჩართვით მონაწილეობას ღებულობს მსმენელი; რადიოს აქვს კვირაზე გაწერილი გადაცემათა ბადე, რომელშიც მუსიკალურ-გასართობი პროგრამების გარდა გარკვეული დრო ეთმობა ინტერაქტიულ საავტორო გადაცემებს. თემები: სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული, ეკონომიკური, სმედიცინო, ლიტერატურული და სხვა. აქვს ასევე რუსულენოვანი, ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა და გადაცემა ქალებისათვის კვირაში ერთხელ. ორივე გადაცემა ინტერაქტიულია. მათი მსვლელობის პერიოდში სტუდიაში შემოდის სატელეფონო ზარები, მათ შორის აფხაზეთიდან. ეთერში ასევე განთავსებულია ინფორმაციული, შემეცნებითი და გასართობი ხასიათის სხვა და სხვა რუბრიკები. “ათინათი” არის ქართულ – აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების ქსელის წევრი ორგანიზაცია; რადიო, მისი მისიიდან გამომდინარე, სისტემატურად ახორციელებს კონფლიქტის დარეგულირების ხელშემწყობ პროექტებს, რომელთა დონორები იყვნენ: Consilation Resources, IREX, UNV, NRC, NED,WAR CHILD. რადიო ,,ათინათი” მაღალი რეიტინგით სარგებლობს რეგიონში. 2006 წლის სექტემბრის თვეში, საკუთარი ძლებით ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა. სულ გამოიკითხა 650 რესპოდენტი, გამოკითხულთა 67% ,,ათინათს” უსმენს, 14% სხვა რადიოებს, ხოლო 19% არ არის რადიომსმენელი. რადიო ,,ათინათს” ეს მაღალრეიტინგული პოზიცია აძლევს შესაძლებლობას გაყიდოს ბიზნესრეკლამები და გადაცემათა სპონსორობა. ინფორმაცია პარტნიორებისათვის თუ გინდათ გაზარდოთ თქვენი პროდუქციის წილი სამეგრელოს საკმაოდ დიდ ბაზარზე და გქონდეთ თქვენთვის საკადრისი რეპუტაცია ამ რეგიონში, განათავსეთ რეკლამა რადიო “ათინათის” ეთერში. რატომ? - სამეგრელოში რადიო “ათინათი”ყველაზე პოპულარული და სმენადი ელექტრონული მედია საშუალებაა.
- მას ყველაზე მეტად ენდობა მოსახლეობა.
- რადიო “ათინათის” გადაცემები გათვლილი აადგილობრივ მსმენელზე და მუსიკა შერჩეულია ამადამიანების გემოვნებით, რითაც ის გახდა ყველაზე საყვარელი რადიო.
- რადიო “ათინათმა”სამეგრელოში არსებულ მედია საშუალებებს შორის ყველაზე დიდი არეალი დაფარა და ამავე დროს დაბალი სარეკლამო ფასები შეინარჩუნა.
მეტყველი ფაქტი: “ათინათს” ყველაზე მეტი რეკლამა აქვს რეგიონში. ჩვენი სარეკლამო პარტნიორები რეკლამებისა და საეთერო დროის ტარიფები სპონსორობის ტარიფები გადაცემათა ბადე |