ა ა
განხორციელებული პროექტები
მიმდინარე პროექტები:

უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი

დონორი: თვიდაფინანსება

პროექტის აღწერილობა:

მიზანი: უცხო ენების სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა საზოგადოებაში.

ამოცანები:

  • 6 წლიდან ზევით მსურველებისათვის უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენები) სწავლება;
  • უცხოური ენების პოპულარიზაცია;
  • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

ღონისძიებები:

ცენტრის ფარგლებში შექმნილია ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენის შემსწავლელი ჯგუფები, სადაც ირიცხება 300-მდე 6 წლიდან ზევით ნებისმიერი ასაკის და დონის მსმენელი, წინასწარი ტესტირების საფუძველზე იქმნება დამწყები (beginner), ელემენტარული (elementary), საშუალო (intermediate) და უმაღლესი (advance) დონის ჯგუფები, ასევე ცენტრში ფუნქციონირებს TOEFL-ისა და კემბრიჯის I სერთიფიკატისათვის მოსამზადებელი კურსები, ცენტრში კვირაში 4-ჯერ ტარდება გაკვეთილები, როგორც აუდიო, ასევე ვიდეო სასწავლო მასალების გამოყენებით. ცენტრში ქართველ კვალიფიციურ, სერთიფიცირებულ მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილებს ატარებენ მოწვეული უცხოელი სპეციალისტები. ასევე უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის მსმენელებისთვის შექმნილია სასაუბრო კლუბი ( Conversation club). ცენტრს უცხოური წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა გააჩნია, სადაც არის 6000-მდე ინგლისური, 600-მდე გერმანული, ფრანგული და რუსული ენის წიგნები, რომლებიც შეძენილია როგორც საკუთარი ხარჯებით, ასევე გადმოცემულია საჩუქრად – აშშ და ბრიტანეთის საელჩოების, ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, Peace Corp-ის და IRD-ის მიერ. ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია როგორც ცენტრის მსმენელებისათვის, ასევე ზუგდიდში არსებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის.
სემესტრის ბოლოს ყველა ჯგუფში ტარდება ტესტირებები, რის საფუძველზეც გამარჯვებული ბავშვები 1 კვირით უფასოდ მიემგზავრებიან “ათინათის” მიერ ორგანიზებულ ბანაკებში.
“ათინათის” ადმინისტრაცია წარჩინებულ მოსწავლეებს ასაჩუქრებს სტიპენდიებით. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ეწყობა კონფერენცია ინგლისურ ენაზე, მოსწავლეები აწყობენ საახალწლო ღონისძიებებს, დგამენ სპექტაკლებს და ეს ყველაფერი ხდება ინგლისურად. საუკეთესო საკონფერენციო თემებისათვის მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრები.

შედეგები: “ათინათის” უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის კურსდამთავრებულები დიდ წარმატებებს აღწევენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონკურსებში. ყოველწლიურად ცენტრის მსმენელები ღებულობენ მანაწილეობას მოსწავლეთა გაცვლით პროგრამაში (FLEX Exchange Program) და მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებლად. 1995 წლიდან დღემდე აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრა “ათინათის” 27 მსმენელი. “ათინათის” 5 კურსდამთავრებული კემბრიჯის I სერთიფიკატის მფლობელია.

© Copyright. Association Atinati. Designed by Zdesign. Zugdidi.2007