| |
დონორი: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF) განხორციელების დრო: 1995 წ. მოკლე აღწერილობა: პროექტი მიზნად ისახავდა ინგლისური ენის თანამედროვე დონეზე სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში გადამზადნენ ”ათინათის” ინგლისური ენის მასწავლებლები, შეძენილ იქნა თანამედრვე ინგლისური ენის სახელმძღვანელოები და სხვა მეთოდური ლიტერატურა. ყველაფერმა ამან საფუძველი დაუდო ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას სწავლების პროცესში ზუგდიდში. “ათინათის” მხარდაჭერით, მისი პედაგოგების ბაზაზე 1996 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ზუგდიდის ფილიალი, რომელიც დღეს უკვე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და წარმატებულად ფუნქციონირებს ზუგდიდში. “ათინათის” უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ენის სკოლაა დასავლეთ საქართველოში. მისი კურსდამთავრებულები დიდ წარმატებებს აღწევენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონკურსებში და მიემგზავრებიან საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. |